ნინო ქურდიანი
გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი / ფინანსური დირექტორი
ნინო ქურდიანი „საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს 2022 წლის სექტემბრიდან. ასევე მას უკავია ფინანსური დირექტორის თანამდებობა, სადაც დაინიშნა 2017 წლის დეკემბერში. მას აქვს საქართველოში ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. „საქართველოს საფონდო ბირჟამდე“ ნინო იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციებს მსხვილ საცალო და საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებში. 2016 წლის ჩათვლით ნინო მუშაობდა ქართულ ბანკებში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის „პროგრეს ბანკში“, „თიბისი ბანკში“ და „პროკრედიტ ბანკში“.
2017 წლიდან ნინო არის ინვესტიციების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღირებული და დაფასებული კვალიფიკაციის - CFA ჩარტერის მფლობელი. 2018 წლიდან ფლობს პროცესების მართვის სერთიფიკატს - Lean Six Sigma-ს ყვითელ ქამარს. ნინოს ასევე ჩაბარებული აქვს რისკების მართვის საერთაშორისო პროგრამის FRM-ის პირველი დონე. მას აქვს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, კითხულობს ლექციებს, არის ფინანსური დისციპლინების ტრენერი და დამოუკიდებელი კონსულტანტი.