სს „ევექსის ჰოსპიტლები“
2019 წლის 27 დეკემბრიდან სს „ევექსის ჰოსპიტლების“ (ს/ნ 404476205) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 50 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი იყო სს "გალტ ენდ თაგარტი".
ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის („სებ-ი“) მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებულ 310 საბაზისო პუნქტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2024 წლის 6 ნოემბერი. ობლიგაციებს მიენიჭა სავაჭრო კოდი - #MCE03O.